გიორგი ტაბატაძე არის GDI Legal-ის დამფუძნებელი და პარტნიორი.
გიორგი ტაბატაძე არის ადვოკატი, რომელსაც ხანგრძლივი გამოცდილება აქვს სისხლის სამართლის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. იგი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხს. გიორგის მიღებული აქვს სამი მაგისტრის ხარისხი, მათ შორის, სისხლის სამართლის მიმართულებით საქართველოს უნივერსიტეტში და საერთაშორისო ბიზნესის სამართალში ასევე საქართველოს უნივერსიტეტში. გიორგის აქვს მაგისტრის ხარისხი ამერიკის კონსტიტუციურ (ადამიანის უფლებათა) და სისხლის სამართალშიც Wake Forest University-ში (აშშ).
პროფესიული კარიერის განმავლობაში გიორგი ტაბატაძემ დაიმკვიდრა სანდო რეპუტაცია მაღალი პროფილის სისხლის სამართლის საქმეების წარმოებითა და დაზარალებულების ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმომადგენლობის გზით. მისი მრავალმხრივი აკადემიური განათლება და პრაქტიკული გამოცდილება შესაძლებლობას აძლევს სრულყოფილი იურიდიული მომსახურება გაუწიოს კლიენტებს — როგორც რთული სისხლის სამართლის საქმეების მართვისას, ისე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. გიორგი ტაბატაძე ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს.