ედუარდ მარიკაშვილი

ედუარდ მარიკაშვილი – GDI Legal-ის დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი.

ედუარდი 10 წელზე მეტია, სხვადასხვა პოზიციიდან, საქმიანობს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ბოლო ხუთი წელია ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას “საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივა”.

2015 წლიდან არის ადვოკატი და სპეციალიზირებულია სისხლის სამართლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში.

ედუარდის საქმიანობა უკავშირდება სხვადასხვა მნიშვნელოვან სამართლებრივ პროცესს, მათ შორის, სამართალწარმოებებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.